ღონისძიებები

                         ღონისძიებები

              თემა
                    მიზანი
ჩატარების   ადგილი
ჩატარების დრო
1
პროექტი ბუნებაში-„გავუფრთხილდეთ ცოცხალ ბუნებას“

პიროვნული და მორალური განვითარება
საკლასო ოთახი

27.03
2
ენის დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთის გამოშვება-„ენა ბურჯია ერისა“

მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება

საკლასო ოთახი

14.04
3
სასკოლო სპექტაკლი


თვალსაწიერის გაფართოება
დარბაზი

4
ექსკურსია


დროის რაციონალურად დაგეგმვა და გამოყენება
ქალაქგარეთ

                                                              პროექტი- „გავუფრთხილდეთ ცოცხალ ბუნებას“

    2016 წლის 27 მარტს IIა კლასის მოსწავლეებმა ჩემი ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტის პრეზენტაცია-„გავუფრთხილდეთ ცოცხალ ბუნებას“.
     პროექტის მიზანი იყო - ცოცხალ გარემოზე ზრუნვა.
  მოსწავლეებმა ინდივიდუალურად მოიძიეს საჭირო რესურსები და მასალა.თითოეული მათგანი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მუშაობდა. კლასში გავაკეთეთ პრეზენტაცია,სადაც მოსწავლეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი ნამუშევრები.საუკეთესო მუშაობისათვის გადავეცი სიგელები.პროექტის დასრულების შემდეგ გადავიღეთ სამახსოვრო სურათები.                                






                     


                  პროექტი-„ენა ბურჯია ერისა“

    2016 წლის  14 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით   II-ა  კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტის პრეზენტაცია- „ენა ბურჯია ერისა“.
პროექტის მიზანი იყო ქართული ენის სიწმინდის დაცვა. მოსწავლეებმა მოიძიეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ქართულ ენასთან დაკავშირებით და განათავსეს პლაკატზე.თითოეული მათგანი პასუხისმგებლობით და მონდომებით მუშაობდა.










               სპექტაკლი-„წუნა და წრუწუნა“

   2016 წლის 16ივნისს ჩავატარეთ საანგარიშო ღონისძიება „ახმეტელის თეატრში“.

  ბავშვებს წარმოდგენილი ჰქონდათ სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“.ისინი დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით ასრულებდნენ თავიანთ როლებს,იცეკვეს,იმღერეს და მართლაც საინტერესო და სასიამოვნო საღამო გამოვიდა.მაყურებლისგანაც დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურეს.






No comments:

Post a Comment