2016 წლის 12 მარტს IIა კლასში ინგლისურის მასწავლებელთან ნონა ძველაიასთან ერთად ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ინგლისურში.გაკვეთილის მიზანი იყო შესწავლილი მასალის გახსენება,მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება.მუშაობა წარიმართა,როგორც ინდივიადუალურად ,ასევე ჯგუფურად.გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.მოსწავლეებმა მათემატიკაში სავარჯიშოები შეასრულეს ინგლისურ ენაზეც.ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილის ბოლოს ოლიმპიადა „კინქსის“გამარჯვებულ მოსწავლეებს გადავეცით სიგელები.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი მარინა ქვრივიშვილი, დაწყებითი კათედრის წევრები და მშობლები.
გაკვეთილის
გეგმა
საგანი
|
მათემატიკა-ინგლისური
|
სწავლების
საფეხური
|
დაწყებითი, IIა
|
ჩატარების
დრო
|
12.03 2016
|
პედაგოგები
|
ნათია ჟალაძე,ნონა ძველაია
|
გაკვეთილის
თემა
|
შემაჯამებელი გაკვეთილი.
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს რიცხვების განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება.
შეკრებისა და გამოკლების გამოყენება,ამოცანების
ამოხსნისას.
100-ის ფარგლებში შეაფასოს და შეადაროს
რაოდენობები.
|
გაკვეთილის
მსვლელობა(45წთ)
|
აქტივობა
N1
განწყობის შექმნა“კლასში წერილი მოვიდა“.(2წთ)
აქტივობა
N2
ორნიშნა რიცხვების გაორმაგება-განახევრება,წინა და
მომდევნო რიცხვების დასახელება.(2წთ)
აქტივობა
N3
რიცხვებით სიტყვების აწყობა და წაკითხვა ინგლისურ
ენაზე.(3წთ)
აქტივობა
N4
გეომეტრიული გიფურების აწყობა და მათი თვისებების
დასახელება(5წთ)
აქტივობა
N5
ა)სახალისო ამოცანების წაკითხვა და ამოხსნა ინგლისურ
ენაზე.
ბ)ამოცანის ამოხსნა თვალსაჩინოებით.(3წთ)
აქტივობა
N6
შესვენება-ვარჯიში,რიცხვების დათვლა 100-მდე ინგლისურად.(2წთ)
აქტივობა
N7
კროსვორდის ამოხსნა მასის საზომ ერთეულებზე.
(2წთ)
აქტივობა
N8
გასეირნება
„ თბილისი მოლის მაღაზიაში“-ინგლისურ ენაზე.(5წთ)
აქტივობა
N9
ჩამალული რიცხვების ამოცნობა.(უცნობი საკლები,მაკლებისა
და შესაკრების პოვნა)(3წთ)
აქტივობა
N10
პიქროგრამა- „საყვარელი ხილი“ ინგლისურ ენაზე.
(5წთ)
აქტივობა
N11
მაგალითების შედგენა და ამოხსნა „კამათელით“.
(5წთ)
აქტივობა
N12
m&m-ის კანფეტების დათვლა,რომელია მეტი,ნაკლები,ფერების
დასახელება ინგლისურ ენაზე.(3წთ)
აქტივობა
N13
სლაიდ-შოუ (მონიტორზე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების
ამსახველი სურათების ჩვენება)(3წთ)
აქტივობა
N14
მოსწავლეთა თვითშეფასება.(2წთ)
|
მოსწავლეთა
ორგანიზება
|
ინდივიდუალური,წყვილებში,ჯგუფური
|
შეფასება
|
სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარი.ჯგუფური მუშაობის
შეფასება სმაილებით.
|
მისაღწევი
შედეგები
|
II.3.
მოსწავლე კითხულობს და გამოსახავს რიცხვებს ,ასრულებს
განახევრება-გაორმაგების მოქმედებებს .
II.7.
მოსწავლემ შეძლო ამოცანის პირობის შედგენა,შეკრება-გამოკლების
გამოყენება ამოცანის ამოხსნისას.
II.4.მოსწავლე აფასებს და ადარებს რაოდენობებს 100-ის
ფარგლებში.ალაგებს რიცხვებს კლებადობის და ზრდადობის მიხედვით.
|
No comments:
Post a Comment